სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საქართველოს მიერ ორგანიზებულ მე-14-ე ნაციონალური შერჩევის კონფერენციაზე

evropis-universitetis-studentebi-evropis-akhalgazrduli-parlamentis-sakartvelos-mier

ევროპის უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები: თემო გოგრიჭიანი, ბეჟანი ლომსაძე, გიორგი ლოთიშვილი, მარიამ კაპანაძე და თეიმურაზ ლაცაბიძე მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის – საქართველოს მიერ ორგანიზებულ მე-14-ე ნაციონალური შერჩევის კონფერენციაში. კონფერენცია ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელმა. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი მასპინძლობდა ახალგაზრდებს თურქეთიდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ კომიტეტებში სამი დღის განმავლობაში,  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ, როგორებისაა: კლიმატის ცვლილება მსოფლიოში, გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები და სხვა.

სამდღიანი მუშაობის შედეგად კომიტეტებმა შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს. ყველა რეზოლუცია რომლის შექმნაშიც ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას წარმატებით იქნა დამტკიცებული საბოლოო ასამბლეაზე.