ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
Comments Off on ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრსა (EULCC) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს შორის, 2019 წლის 18 დეკემბერს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ.
მემორანდუმის მიზანია:
1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
2. მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
3. სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
4. ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.