ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
On December 25, 2019
Comments Off on ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ევროპული ენების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა ევროპულ გაცვლით/დასაქმებით პროგრამებში.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ევროპული ენების ინსტიტუტის წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და მათ მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიაში არსებულ ანაზღაურებად სტაჟირებებზე.
შეხვედრას ევროპული ენების ინსტიტუტიდან ესწრებოდნენ: ჰარალდ ქრისტიან ჰორნუნგი – ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი; თეა ფეტელავა – ევროპული ენების ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი და ნინო აბრალავა – სამედიცინო უნივერსიტეტის ენების ცენტრის და DAAD-ის საპატიო ელჩი.