სტაჟირების პროგრამა ევროპის უნივერსიტეტში

მიხაილ ბალუდიანსკის სახ. ევროპის აკადემიური საზოგადოების პრეზიდენტის, მიხეილ ვარხოლას ორგანიზებითა და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ფიქრია თორიას კოორდინაციით, სლოვაკეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში სტაჟირების პროგრამა – „პედაგოგიური პროექტირება: ევროპული ტრადიციები და ნოვატორობა“ – ჩატარდება.
სტაჟირების პროგრამის მიზანია ეფექტიანი პრაქტიკის შესწავლა, ადგილობრივი და უცხოური გამოცდილების ტრანსლაცია, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაკთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო პედაგოგიური საზოგადოების – „თვით მასწავლებელი“ – სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარების სერიისა და კონსულტაციების გაგრძელება ევროპის უნივერსიტეტების პედაგოგთა და მეცნიერთა მონაწილეობით.
პროგრამა 2019 წლის 24-29 ოქტომბერს განხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე.