2019 წლის 2 აპრილს ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული ბანკის მხრიდან სტუდენტებს ხელი შეეწყობათ პრაქტიკის ან/და სტაჟირების ორგანიზებაში. პრაქტიკის/სტაჟირების დროს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან ეროვნული ბანკის საქმიანობის თავისებურებებს და გამოიმუშავებენ ამ მიმართულებით საჭირო უნარებს.
ევროპის უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ბანკთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების, მათ შორის ტრეინინგების, კონფერენციების, საჯარო ლექციების ჩატარების და ასევე სამეცნიერი პუბლიკაციების გამოცემის კუთხით.
ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
11
Apr