სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სპეციალობის კლინიკური კურსების განმახორციელებელ პერსონალთან შეხვედრა გამართეს

სტომატოლოგიის
11 სექტემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სპეციალობის კლინიკური კურსების განმახორციელებელ პერსონალთან 2025/26 აკადემიური წლის სასწავლო პროცესის დაწყებამდე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, სოფიო სამხარაძემ დამსწრეებს სასწავლო პროცესში დანერგილი სიახლეები და სხვადასხვა დეტალები გააცნო.

პერსონალს ასევე ნანა ციცქიშვილი, დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმართულებით და დეკანის მოადგილე, მარიკა ზურმუხტაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული საკითხების შემდეგ სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და განმახორცილებელმა პერსონალმა მათთვის საინტერესო დეტალებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.