საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ჟან მონეს საზაფხულო აკადემია — მე-4-ე დღე: რატომ და როგორ ფართოვდება ევროკავშირი?

ჟან მონეს
ჟან მონეს ზაფხულის აკადემიის მეოთხე დღე „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები” სრულად წარმართა თათია დოლიძემ (ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტი).

აკადემია ხორციელდება „ევროპული კავშირის გაფართოება: წარსული გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის” (EnlargEU — 101127859, 2023–2026) პროექტის ფარგლებში, ევროპული კავშირის თანადაფინანსებით და თათია დოლიძის ავტორობით. აკადემიაზე დამსწრეთა რაოდენობა 140-დან 200-მდე მერყეობს, დღეებისა და სესიების მიხედვით.

დილის სესიაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაფართოების მიზეზები და გადაწყვეტილების მიღების ორი მიდგომა — შედეგების ლოგიკა (ხარჯსარგებლიანობის ანალიზი) და შესაბამისობის ლოგიკა (ნორმები, იდენტობა, ღირებულებები). მიდგომები გამოყენებულ იქნა სხვადასხვა გაფართოების ეტაპის კვლევისას იმისა საჩვენებლად, თუ როგორ გავლენას ახდენდა ერთ მხრიბ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ ნორმები და იდენტობა გაფართოების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

დღის მეორე ნაწილში დეტალურად იქნა გაანალიზებული ევროკავშირის გაფართოების ფორმალური პროცედურები. თათია დოლიძემ მონაწილეებს გააცნო გაწევრიანების ყველა ეტაპი და შემდგომ ემპირიულად დაუკავშირა კონკრეტული გაფართოების ტალღების მაგალითებს, რაც ნათლად აჩვენებდა როგორ განვითარდა ეს პროცესები პრაქტიკაში.

სესიები ხასიათდებოდა აქტიური ჩართულობით — მონაწილეები მუდმივად სვამდნენ კითხვებს, ამოწმებდნენ თეორიულ კონცეფციებს პრაქტიკულ მაგალითებზე და ინარჩუნებდნენ ინტერესს მთელი დღის განმავლობაში.

29 აგვისტოს ჩათვლით ჟან მონეს აკადემია გაგრძელდება ყოველდღიური ექსპერტული სესიებით ქართველი და უცხოელი ლექტორების ხელმძღვანელობით.