“ევროპის უნივერსიტეტის” პირველკურსელთა მიღების წვეულება “მონო ჰოლში” გაიმართა

1 ოქტომბერს, “მონო ჰოლში” „ევროპის უნივერსიტეტის“ პირველკურსელთა მიღების წვეულება გაიმართა.
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა და სტუდენტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სტუდენტებისთვის დაუვიწყარი საღამო ყველასათვის საყვარელმა მუსიკოსმა, სტეფანემ შექმნა.
საღამო DJ-ის შესრულებით დასრულდა.
ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.