მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

გერმანიისა და ავსტრიის ჰოსპიტლებიდან პროფესორები “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტს ეწვივნენ

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტს გერმანიისა და ავსტრიის კლინიკებიდან პროფესორი კონრად კარჩი (ნიურნბერგის ჰოსპიტლის უფროსი ექიმი), პროფესორი დენის ერლი (პარაცელსუსის სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტლის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების დირექტორი) და ფრანკ გრაიზერი (ATMOS MedizinTechnik GmbH & Co. KG-ის აღმასრულებელი დირექტორი) ეწვივნენ.

პროფესორებმა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის კარდიოთორაკალური ქირურგიის შესახებ ლექცია წაიკითხეს. საპატიო სტუმრები უნივერსიტეტის რექტორს და სამედიცინო ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა კლინიკური სწავლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიულ სპეციალობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე ცალუღელაშვილმა და “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა, არჩილ ალადაშვილმა უცხოელ კოლეგებს საპატიო სიგელები გადასცეს.