სხვა სიახლეები

ტრენინგი პედაგოგებისთვის: “კლასის მართვის გამოწვევები და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“

“ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით და „სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის“ ინიციატივით, 12 აპრილს, 11:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი თემაზე: “კლასის მართვის გამოწვევები და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება“ გაიმართება.

ღონისძიება განკუთვნილია საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას კლასის მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ეფექტური მიდგომების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდების ინტეგრაციას ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.

ყურადღება გამახვილდება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებზე.

მონაწილეები განივითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგონ.

ტრენინგის შემდეგ პედაგოგები შეძლებენ მოსწავლეთა ჩართულობისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებას.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება კლასის მართვის საკითხებზე;
  • დაადგინონ და გააანალიზონ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ძირითადი გამოწვევები;
  • იმსჯელონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კონტექსტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომები გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ტრენინგს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი, ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის დირექტორი და მოქალაქეობის მასწავლებელი იოსებ ლაზარაშვილი გაუძღვება.

შეხვედრის ადგილი: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის გამზირი №76, მე-5 სართული, აუდიტორია N505

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი (მოიცავს შესვენებას).

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScFMHL3UhmC8uA5UR_zvWzK0zApcVqLTUfl2-sjbs1Znaa-AA/viewform

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაცია შეწყდება ადგილების შევსებისთანავე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *