7 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე “გასაუბრების კულტურა და ეფექტური CV” გაიმართა.
ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი თეა კახაძე გაუძღვა.
ლექციის ფარგლებში თეა კახაძემ მიმოიხილა ის საკითხები, რომლებიც ეფექტური CV-ს შესაქმნელად არის საჭირო და დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ლექცია სრულად ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხები.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ: რეზიუმეს (CV-ის) და სამოტივაციო წერილის შედგენაში ან სიმულაციურ გასაუბრებაში დახმარების მისაღებად, მიმართონ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.