საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ISMA-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ISMA-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ (ლატვია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე და ხელს შეუწყობენ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის  გაცვლასა და მობილობას.

ამასთან ერთად, თანამშრომლობა მოიაზრებს ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას, კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას და ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას.

აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ქსელს.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კი მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო პროცესებში და მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო გამოცდილება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *