სავიზო პროცედურები/დოკუმენტები

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტმა ევროპის უნივერსიტეტში რექტორის სახელზე განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
  • ფოტო სურათი 3X4.
  • მინდობილი პირის/ მეურვის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

სწავლის მსურველმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენამდე, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრშისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის მიღების შემდეგ, მათ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების უფლება აქვთ. არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად.

 

სავიზო რეგულაციები

სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებსაიტს.

გააზიარე გვერდი: