გადახდის წესი და გრაფიკი

როგორია სწავლის გადახდის წესი და გრაფიკი?

უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სწავლის წლიური საფასური დაყოფილია 4 ნაწილად, - შესაბამისად სემესტრული გადასახადი 2 ნაწილად: პირველი ნაწილის გადახდა აუცილებელია აკადემიურ რეგისტრაციამდე (გადახდის გარეშე სტუდენტი ვერ დარეგისტრირდება საგნებზე), ხოლო სემესტრული გადასახადის მეორე ნაწილი უნდა დაიფაროს არაუგვიანეს შუალედური გამოცდების კვირეულისა (სემესტრის მე-7 კვირის ჩათვლით). 

 

როდის ვიხდი იმ საგნის საფასურს, რომელშიც მინიმალური ზღვარი ვერ გადავლახე?

აღნიშნულ საგნებზე განმეორებითი რეგისტრაციის შემთხვევაში, დამატებითი კრედიტების საფასური უნდა გადაიხადოთ სემესტრული გადასახადის პირველ ნაწილთან ერთად.

 

რა შემთხვევაში მიჩერდება სტუდენტის სტატუსი?

სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სტუდენტის პირადი განცხადება (თუ სტუდენტი განცხადებით მიმართავს უნივერსიტეტს სემესტრის დაწყებიდან 10 დღის ვადაში, სტატუსი შეუჩერდება სემესტრული ფინანსური ვალდებულების გარეშე, დანარჩენ შემთხვევაში სემესტრის ფინანსური ვალდებულებით).
  • სტატუსის შეჩერება აკადემიური მიზეზით (საგნებზე რეგისტრაციის დაგვიანება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველს აკადემიური წესით).
  • სტატუსის შეჩერება ფინანსური დავალიანების გამო (ნებისმიერი ჩამორჩენა ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკიდან, არის სტატუსის შეჩერების საფუძველი).

 

რა მოცულობის დავალიანების მქონე სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი?

უნივერსიტეტში დანერგილი აღრიცხვის სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს დავალიანების მქონე სტუდენტების იდენტიფიცირებას.

 

როგორ აღვიდგინო სტუდენტის სტატუსი?

სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხდება შეჩერების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, წერილობითი მომართვის საფუძველზე 2-3 დღის ვადაში.

 

ვის და როგორ შეუძლია ისარგებლოს გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით?

გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით (რომელსაც თავის მხრივ აწესებს უნივერსიტეტი) შეიძლება ისარგებლოს სტუდენტმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • გადახდის გრაფიკთან დაკავშირებული განცხადების დაწერამდე არ დაურღვევია კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდის პირობები.
  • არ დაურღვევია წინა სემესტრებში შეთანხმებული ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?

სწავლის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ. საიდენტიფიკაციო მონაცემები:

  • შპს ევროპის უნივერსიტეტი
  • ს/კ 201 954 956

საქართველოს ბანკი:

  • GE87BG0000000347729500
  • ბანკის კოდი: BAGAGE22

თიბისი ბანკი:

  • GE44TB7819636020100003
  • ბანკის კოდი: TBCBGE22

ამასთან, ევროპის უნივერსიტეტი ჩართულია გადახდის ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ე.ი. სწრაფი გადახდის აპარატების მენიუში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ველი „განათლება“, მოძებნოთ ევროპის უნივერსიტეტი და სტუდენტის პირადი ნომრით გადაიხადოთ სწავლის საფასური. ამისათვის საბანკო რეკვიზიტები საჭირო არ არის.

გააზიარე გვერდი: