მასწავლებლის მომზადების პროგრამა

როგორ ჩავირიცხო მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე?
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, ან შესაბამისი სამხედრო / სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

 

რამდენ კრედიტს მოიცავს და რამდენი ხანი ისწავლება?
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

 

რა ხდება პროგრამის დაძლევის შემთხვევაში?
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი, რითაც კურსდამთავრებულს ეძლევა მასწავლებლობის უფლება.

 

რა თანამდებობა უკავია კურსდამთავრებულუს მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში? ​​​​​​​
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.

 

​​​​​​​ვის აქვს მასწავლებლის პროგრამაზე სწავლის უფლება?
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის                
  • გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი.
  • მქონე პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო

 

რა არის წინაპირობა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის?
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  საგნის გამოცდისა და ევროპის უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება.

 

წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე);
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ბარათი);
  • ორი ფოტო 3x4, ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
  •  სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

როგრამის საგნ(ებ)ის/მოდულ(ებ)ის დასახელება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
გააზიარე გვერდი: