EU სიმღერის გუნდი

  • 2015 წელი - შეიქმნა ევროპის უნივერსიტეტის სიმღერის გუნდი. თავდაპირველად მას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სტუდენტი და მუსიკოსი თორნიკე არჩვაძე.
  • 2016 წელი - ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ დღეებში და გაიმარჯვა ნომინაციაში ჟიურის სიმპათია ხალხური სიმღერების ტურში.
  • 2017 წლიდან-დღემდე - სტუდენტების ინიციატივით, სიმღერის გუნდს სათავეში ჩაუდგა ლოტბარი, მუსიკოსი სოსო კოპალეიშვილი.
  • 2017 წლის 25 ივნისი - სიმღერის გუნდმა, ევროპის უნივერსიტეტის სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის კონცერტში,  რომელიც ჩატარდა თელავის დრამატულ თეატრში.
  • 2018 წლის 24 ივნისი - გუნდმა განახლებული შემადგენლობით საანგარიშო-საპრეზენტაციო სოლო კონცერტი ევროპის უნივერიტეტის სააქტო დარბაზში გამართა, რითაც თავი წარუდგინა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დაისახა სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმები გამომდინარეობს გუნდის ფორმატიდან - შემადგენლობა მუდმივად განახლებადი და მზარდია. გუნდის ძირითადი მიზანია აამაღლოს უნივერსიტეტის ცნობადობა კულტურული აქტივობების თვალსაზრისით, რაც გამოიხატება გუნდის ჩართულობით კონცერტებში, საზაფხულო ბანაკებში, სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში.

გუნდის მიზანია სტუდენტური ცხოვრების წახალისება და გარკვეული წარმატების მიღწევა მუსიკალური კულტურის დახმარებით.

 
გუნდის წევრები
  • სოსო კოპალეიშვილი - მასწავლებელი
  • გიორგი ამილახვარი
  • ნოდარ კუტუბიძე
  • ანუკი სოხაძე
  • ნიკოლოზ ბირკაია
  • თორნიკე ძაძამია
  • თამუნა ჭაფანაძე
  • ქეთა ქურასბედიანი
  • ნინი სულაშვილი
  • ლექსო ბირკაია
  • ხატია უგრეხელიძე
  • აჩი შაინიძე
  • ლევან კობიაშვილი
  • თიკა ქურასბედიანი
  • ტატო აბულაძე
  • მეგი მეტივიშვილი.
გააზიარე გვერდი: