სტატუსის შეწყვეტა/აღდგენა

რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა?

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება, რაც იწვევს სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას.  თუმცა, მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან.

 

რა შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი?
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე.
  • პირადი განცხადება.
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  • გარდაცვალება ან გარდაცვლილად აღიარება სასამართლოს მიერ.
  • მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

როგორია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები?

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან.

 

როგორ მოვიპოვო ხელახლა სტუდენტის სტატუსი?
  • სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     

გააზიარე გვერდი: