სტატუსის შეჩერება/აღდგენა

რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეჩერება?

სტუდენტის სტატუსის შეჩერება ნიშნავს უნივერსიტეტისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეჩერებულია. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო რაოდენობაში. ამასთან, უნივერსიტეტი და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლება-მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.

 

რა შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი?
  • პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე).
  • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა.
  • ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
  • სწავლის საფასურის გადაუხდელობა.
  • ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა.

 

რა შემთხვევაში შემიძლია სტუდენტის სტატუსის აღდგენა?
  • სტატუსშეჩერებული სტუდენტს უფლება აქვს  განცხადების საფუძველზე ან/და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი.

 

გააზიარე გვერდი: