სტუდენტის სტატუსი

ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს, თითოულ მათგანზე ჩარიცხვის წესი კი განისაზღვრება ინდივიდუალურად, საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებსა და ევროპის უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით. 

საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი ბარიერის, სამაგისტრო პროგრამებზე კი - საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დადგენილი ბარიერის გადალახვისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ხვდება. აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სწავლის უფლების მოპოვების მქონე პირთა დაწესებულებაში ჩარიცხვა კი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მიერ დამტკიცებული „ევროპის უნივერსიტეტში სწავლებაზე უფლებამოპოვებულ პირთა ენის კომპეტენციის დონის განსაზღვრის წესის შესაბამისად“.

 

გააზიარე გვერდი: