კრედიტების აღიარება

საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი
  • ევროპის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტი ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და ადგენს დასკვნას/შედარების აქტს შესაბამისი კრედიტების აღიარების შესაძლებლობის შესახებ.
  • აღიარებას ექვემდებარება იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კრედიტების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და მიმღები ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწი­ნებული სასწავლო კურსების შესაბამისობა:
  1. მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
  2. თუ ერთი და იგივე სასწავლო კურსისთვის მიმღები ფაკულტეტის/სკოლის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული განსხავებული ECTS კრედიტი, აღიარება ხდება მიმღები ფაკულტეტის პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების  შინაარსობრივი თავსებადობის გათვალისწინებით.
  • კრედიტების აღიარება ექვემდებარება შემდეგ პრინციპებს:
  1. ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ საკრედიტო სისტემასთან (ECTS) შესაბამისობა.
  2. სტუდენტის მიერ არჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობა და თავსებადობა.
  3. საუნივერსიტეტო კურიკულუმთან შესაბამისობა და თავსებადობა.
  4. უნივერსიტეტის მიერ დადგენილ გამოცდა/გასაუბრებაში დადებითი შეფასების მიღება.
  • თავისუფალი კრედიტების ფარგლებში დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით. თავისუფალი კრედიტების ზემოთ აღიარების გარეშე დარჩენილი კრედიტები აისახება დიპლომის დანართში.
  • თუ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამა სავალდებულო კომპონენტად ითვალისწინებს მეორე უცხო ენას, სტუდენტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია შიდა გამოცდით განისაზღვროს ენის ცოდნის დონე, რის საფუძველზეც სტუდენტი სწავლას გააგრძელებს შესაბამისი დონიდან. განსხვავებული კრედიტები უფლებამოსილია დააგროვოს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.
  • იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველმა პირმა უნივერსიტეტს წარუდგინა ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არ არის შესრულებული ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისად, დაწესებულების შესაბამისი დროებითი კომისია უფლებამოსილია მობილობის მსურველ პირს მოსთხოვოს ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითონ გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით და მოახდინოს გადაყვანა შემდეგი წესების დაცვით:
  1. თუ საგანმანათლებლო პროგრამა შესრულებულია ასტონომიულ საათებში, ცალკეული სასწავლო კურსის საერთო რაოდენობა მრავლდება 3-ზე და იყოფა ერთი კრედიტის ექვივალენტზე საათებში, ანუ 25-ზე. მაგ., თუ ასტრონომიულ საათებში საგნის დატვირთვა შეადგენს 60 საათს, ის მრავლდება 3-ზე და იყოფა 25-ზე: 60x3/25=7,2, დამრგვალებით შეესაბამება 7 კრედიტს.
  2. თუ სტუდენტის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასება შეესაბამება 5-ბალიან სისტემას, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა 100 - ქულიან შეფასების სისტემაზე შემდეგი პრინციპით:
  • შეფასება 5 /ფრიადი/ პირობითად ჩაითვალოს – A 91 (ფრიადი) შეფასებად.
  • შეფასება 4 /კარგი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ – C 71 (კარგი) შეფასებად.
  • შეფასება 3 /დამაკმაყოფილებელი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ D 61  (დამაკმაყოფილებელი) შეფასებად.

    3. შეფასება „ჩაეთავალა“–ს გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით: 5 ბალიანი შეფასების სისტემით გამოცდებზე მიღებული შეფასებების 100–ქულიანი შეფასების სისტემაზე მოდიფიცირების შედეგად მიღებული ქულების საერთო ჯამი (შეკრებილი ციფრი), იყოფა ამ სასწავლო დისციპლინების რაოდენობაზე და მიღებული ციფრი ჩაითვლება „ჩათვლით“ დამთავრებული სასწავლო კურსის შეფასების ეკვივალენტად; მაგ.  81(4)+91(5)+71(4)+71(4)+91(5)+81(4)=486/6=81 (B).

  • ევროპის უნივერსიტეტი  უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის.
  • აღიარებული კრედიტების რაოდენობიდან გამომდინარე სტუდენტს ეძლევა რეკომენდაცია სწავლა გააგრძელოს შესაბამისი სემესტრიდან.
გააზიარე გვერდი: