როგორ ვისარგებლო გარე მობილობით?
  • უნივერსიტეტში მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტებით დადგენილ ვადებში.
  • უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ვაკანტური ადგილები სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge.
  • მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.
  • სამაგისტრო პროგრამებზე მობილობისა და შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
  • თუ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
  • რექტორი ადგენს ვადას, რომელშიც უნდა განხორციელდეს მობილობის მსურველთა მიერ დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარმოდგენა.
  • მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით დაწესებულებას ჩარიცხვის შესახებ, არ დაწერს განცხადებას აღიარებული კრედიტების თახმობის თაობაზე, კარგავს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
როგორ ვისარგებლო შიდა მობილობით?
  • სტუდენტს უფლება აქვს სწავლის პერიოდში შიდა მობილობით შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა.
  • შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს დაწესებულება.
  • შიდა მობილობა ცხადდება რექტორის ბრძანების საფუძველზე გაზაფხულის და ზაფხულის სემესტრის დასაწყისში.
  • შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
  • შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად.
  • შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხორციელდება ,,საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად.
მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: