საგამოცდო წესი

რა პროცედურები უნდა გავიარო გამოცდაზე შესვლამდე?
  • გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო დროის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და გაიაროთ რეგისტრაცია - შესაბამის უწყისში ხელმოწერით დააფიქსიროთ გამოცხადება ან აცნობოთ მეთვალყურეს გამოცდაზე გამოცხადება მონიშვნის გასაკეთებლად.

 

როგორია გამოცდების ჩატარების პროცედურები?
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს ურიგდებათ საგამოცდო საკითხები/ტესტები, დამკვირვებელი სტუდენტებს აცნობს გამოცდაზე ქცევის წესებს.
  • საგამოცდო დრო განისაზღვრება სასწავლო კურსის სილაბუსის შესაბამისად.
  • საგამოცდო დროის დაწყებიდან დაგვიანებული სტუდენტი გამოცდაზე დაიშვება 15 წუთის განმავლობაში. ეს დრო არ დაემატება სტუდენტის საგამოცდო დროს.

 

რა უფლება-მოვალეობები აქვს დამკვირვებელს?
  • დაკმვირვებელი ვალდებულია გამოცდის დაწყებამდე სტუდენტს გააცნოს წესები, რომლებიც უნდა დაიცვას გამოცდის მიმდინარეობის პროცესში. მან თვალყური უნდა ადევნოს საგამოცდო დროის პერიოდში გამოცდის მიმდინარეობას და დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
  • დამკვირვებელს უფლება აქვს, გამოცდის დაწყებამდე უზრუნველყოს სტუდენტებისთვის ტელეფონების, ელექტრო- ხელსაწყოების, წიგნების, კონსპექტების და სხვა მასალების ჩამორთმევა, გარდა საგამოცდო საკითხებით დაშვებულისა. ამასთან, გამოცდის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჩამოართვას შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები.
  • დამკვირვებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნამუშევრების კონფიდენციალობის დაცვა.
  • დამვკირვებელი ვალდებულია, საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გააფრთხილოს სტუდენტები საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ. ამასთან, გამოცდისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ სტუდენტთა ნამუშევრები გადასცეს შესაბამის დეკანატს.
  • სტუდენტი ვალდებულია საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე დროულად ჩააბაროს ნამუშევარი. ამასთან, ვალდებულია დაემორჩილოს საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის მითითებებს და გადაწყვეტილებას, თუნდაც მისი გამოცდიდან მოხსნის შესახებ.

 

რისი შეტანის უფლება მაქვს/არ მაქვს გამოცდაზე?
  • სტუდენტს უფლება აქვს შეიტანოს ან მოითხოვოს საგამოცდო ბილეთით/ტესტით დადგენილი დამხმარე მასალა (კალკულატორი, კოდექსი, ტაბულა, რუკა და ა.შ). ასევე, საგამოცდო ოთახში შეიტანოს სასმელი წყალი.
  • გამოცდის მიმდინარეობისისას, სტუდენტმა უნდა გამორთოს ნებისმიერი ელექტრონული საშუალება (მობილური ტელეფონი, ფოტო და ვიდეო კამერები და სხვა) და მოათავსოს მისთვის გამოყოფილ ადგილას.

 

როდის შემიძლია გავასაჩივრო გამოცდის შედეგები?

გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან ორი დღის ვადაში.

 

რის საფუძველზე შეიძლება მომხსნან გამოცდიდან?
  • ლექსიკონის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, აიპადის, კალკულატორის  და დამხმარე მასალის, (გარდა ნებადართული შემთხვევისა) ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში).
  • წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
  • სხვა პირის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის შემთხვევაში.
  • ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას სტუდენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას სტუდენტი.

 

რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?
  • თუ საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტსთ მუშაობას და არ ჩააბარებთ ნაშრომს.
  • თუ ნაშრომში დააწერთ სახელს, გვარს (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ფურცლისა) ან გააკეთებთ  პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო დავალებასთან.
  • თუ შესაბამისი დარღვევების გამო, მოგხსნეს გამოცდიდან.
მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: