შეფასების სისტემა

სტუდენტის მიღწევების შეფასება
  • კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
  • დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით  ითვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებებს (შუალედურ გამოცდას/გამოცდებს ან/და მიმდინარე სემესტრულ შეფასებას);

ბ) დასკვნითი გამოცდის / პროექტის შეფასებას.

  • სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
  • შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

  • დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების/შეფასებების მინიმალური ზღვრის გადალახვისა  და დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვრის დაკმაყოფილების საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულა.
  • დასკვნითი გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს გასვლის უფლება აქვს, თუ სტუდენტს უგროვდება მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
  • საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, Fx-ის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის მიმართ.
  • სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.
  • დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
  • დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
  • სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც სტუდენტი დაასრულებს მასზე მუშაობას. სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი უნდა შეფასდეს ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით). შეფასებისას გამოყენებული უნდა იყოს შედეგის შეფასებისთვის რელევანტური მეთოდი/მეთოდები და კრიტერიუმები.
  • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტისათვის ამ წესის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტს უფლება ეძლევა გადამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი წარადგინოს მომდევნო სემესტრის განმავლობაში, ხოლო ამ წესის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში მაგისტრანტი კარგავს იგივე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის წარდგენის უფლებას.
  • დაწესებულებაში სწავლება-სწავლის მეთოდებია: ლექცია, ინტერაქციული ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, პრაქტიკული მუშაობა, სემინარი, ელექტრონული რესურსით სწავლება, ელექტრონული სწავლება, კურაცია  და სხვ., სწავლება-სწავლის მეთოდი მოიცავს შესაბამის აქტივობებს (დისკუსია, დებატები, დემონსტრირება, პრეზენტაცია, სემინარი და სხვ.);
  • დაწესებულებაში შეფასების ფორმებია: შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება.
  • სტუდენტის დადებითი შეფასება განისაზღვრება შუალედური შეფასებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვრის და დასკვნით გამოცდაში დადგენილი მინიმალური ზღვრის გადალახვის საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით, რომელიც უნდა შეადგენდეს 51 ქულას ან მეტს.
  • ევროპის უნივერსიტეტი შუალედური შეფასებისთვის განსაზღვრავს მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს 30%- 50%-ის ოდენობით,  ხოლო დასკვნითი გამოცდის შემთხვევაში 30%-50 %+ 1 ქულა. დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები კონკრეტდება თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში.
  • საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტები – საგანმანათლებლო პროგრამის კომპო­ნენ­ტებია სასწავლო კომპონენტი და სამეცნიერო-კვლევითი/კვლევითი კომპონენტი;

ა) სასწავლო კომპონენტი – საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სასწავლო კურსის, მოდულის, პრაქტიკის, პრაქტიკული სახის პროექტის, საბაკალავრო კვლევითი პროექტის/ნაშრომის ან სხვა კომპონენტის სახით;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის სახით;

გააზიარე გვერდი: