აკადემიური კალენდარი

  • აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი, რაც არ აღემატება 12 უწყვეტ კალენდარულ თვეს. ერთი აკადემიური წელი მოიცავს 40 კვირას. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განისაზღვროს ზაფხულის სემესტრი.
  • ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის  სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს. 
  • სემესტრი არის დროის პერიოდი, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს.
  • სასწავლო  კვირა  არის  დროის  პერიოდი,  რომელზეც  ნაწილდება  საშუალო  აკადემიური მიღწევის  მქონე  სტუდენტის  სასწავლო  დატვირთვა და მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე დამოუკიდებელ დროში შესასრულებელი აქტივობების ერთობლიობას.
  • ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 საათს  და მოიცავს როგორც საკონტაქტო, ასევე, დამოუკიდებელ საათებს.
  • საკონტაქტო საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორცი­ელებელი პერსონალის ჩართულობით სტუდენტის სასწავლო საქმიანობისთვის  განსაზღვრული დრო.
  • დამოუკიდებელი საათი – საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმა­ხორ­ცი­ელებელი პერსონალის ჩართულობის გარეშე სტუდენტის სასწავლო საქმიანობის დრო.
  • უნივერსიტეტი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განახორციელოს სწავლება-სწავლის პროცესი არასრული დატვირთვით.
  • სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმი ნიშნავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური მოცულობით არაუმეტეს 25 საათისა.
  • სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის განსაზღვრისას ერთი აკადემიური წელი მოიცავს საშუალოდ 30 (ECTS) კრედიტს.
  • სასწავლო კურსების სწავლების თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლებელია მათი სწავლება განხორციელდეს კურაციის ფორმატით და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა აისახება შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში, სადაც ინდივიდუალურად გაწერილია სასწავლო კურსის ფარგლებში შუალედური და დასკვნითი გამოცდის პერიოდი.

  •  
გააზიარე გვერდი: