საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ევროპის უნივერსიტეტში მრავალი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი მათ სთავაზობს შესაძლებლობებს ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით. საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენთან სწავლა შეუძლიათ როგორც საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამების სრული კურსის გავლა, ასევე სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი ან ორი სემესტრი სწავლა ევროპის უნივერსიტეტში.

გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების შესახებ.

 

ერაზმუს+
  • ECTS Course Catalogue
  • ECTS Grading Scale

მგზავრობის ხარჯების კალკულატორი

 

სხვა პროგრამები

გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD)

თუ გსურთ ისარგებლოთ გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) სტიპენდიებით, გთხოვთ პირდაპირ მიმართოთ აღნიშნულ ორგანიზაციას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სხვა ფონდები

კვლევითი პრაქტიკა

ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს კვლევითი პრაქტიკის გავლას ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან.

 

კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამები

თუ გსურთ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი აკადემიური პროგრამების გავლა, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის პირებს.

განაცხადის წარდგენა (BA., MA.)

  • თამარ ზარგინავა - პრორექტორი საგარეო ურთიერთობების დარგში
  • მედიცინის ფაკულტეტის კორპუსი, თბილისი, 0189, სარაჯიშვილის 17
  • ელფოსტა: tamar.zarginava@esu.edu.ge

სასწავლო გრანტი

წარჩინებულ სტუდენტებს,  ევროპის უნივერსიტეტი თავაზობს წელიწადში ერთ სასწავლო სტიპენდიას ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან აკადემიურ პროგრამებზე. კონკრეტულ შემთხვევებში, შეიძლება გაიცეს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. სასწავლო სტიპენდია გაიცემა მხოლოდ ერთი სემესტრის ხანგრძლივობით. სასწავლო გრანტი არ გაიცემა გაცვლითი პროგრამების სტუდენტებზე. აღნიშნული პროგრამა არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული აპლიკაცია
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა საკუთარი უნივერსიტეტიდან
  • ევროპის უნივერსიტეტის ერთი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
  • აკადემიური მოსწრების დოკუმენტი
  • ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემოსავლის ცნობა, ბოლო 6 თვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, სპონსორის წერილი თანდართული დოკუმენტებით)
  • საკუთარი უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სწავლების დასრულების წლის შესახებ

გამოგზავნეთ აღნიშნული დოკუმენტები ფიზიკური ფორმით ფოსტის მეშვეობით მისამართზე:

  • ლაშა ჩახვაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
  • ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო, თბილისი, 0141, დ. გურამიშვილის 76

შემოდგომის სემესტრისთვის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 1 მაისამდე.

გაზაფხულის სემესტრისთვის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს  1 დეკემბრამდე.

 

საერთაშორისო პროგრამები

ევროპის უნივერსიტეტი დღეისათვის საერთაშორისო სტუდენტებს თავაზობს შემდეგ ინგლისურენოვან პროგრამებს:

განთავსება

ევროპის უნივერსიტეტი დაეხმარება საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენს პარტნიორ საშუამავლო ფირმებთან კომუნიკაციაში.

გარდა ამისა, ჩვენ გირჩევთ გადახედოთ შემდეგ ვებსაიტებს:

 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: