ევროპის უნივერსიტეტში

საინფორმაციო ინფრასტრუქტურა

კონსულტაციები

ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციებს, თუ თქვენ გეგმავთ უცხოეთში სწავლას ან/და სასწავლო პრაქტიკას ან აპირებთ ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლოთ ან/და სასწავლო პრაქტიკა გაიაროთ. გარდა ამისა, ჩვენ რეგულარულად ვაწყობთ ღონისძიებებს ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისთვის.

საინფორმაციო გვერდი

აღნიშნული ღონისძიებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზეღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ შესაბამისი ღონისძიების გვერდზე.

 

კონსულტაცია

სწავლის ვადის გახანგრძლივება

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტს 1 სემესტრის ამოწურვის შემდეგ,  შეუძლია სწავლა  გააგრძელოს ევროპის უნივერსიტეტში მაგრამ არა უმეტეს დამატებით 1 სემესტრისა. ჯამში, სწავლის ხანგრძლივობა გაგრძელებული ვადის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 2 სემესტრს.

სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ევროპის უნივერსიტეტის რექტორსა და საკუთარ მშობლიურ უნივერსიტეტს. შესაბამისად, უნდა გაფორმდეს შესაბამისი შეთახმება მხარეებს შორის (მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტები და სტუდენტი).

 

უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა - მნიშვნელოვანი საკითხები

უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისას შესაძლოა არსებობდეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც სამ ძირითად კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ:

  • საგნების არჩევა
  • გაცვლითი პროგრამის ან სასწავლო პრაქტიკა შეცვლა
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული საკითხები ეხება მხოლოდ საერთაშორისო სტუდენტებს.

საგნების არჩევა

იმ შემთხვევაში, თუ ევროპის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები არ ემთხვევა თქვენი მშობლიური უნივერსიტეტის საგნებს, მაშინ თქვენ უფლება გაქვთ ისწავლოთ მაქსიმუმ 2  საგანი ბაკალავრიატში დასაგანი მაგისტრატურაში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

საგანთა არჩევა შესაძლებელია სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, როგორც შემოდგომის, ასევე გაზაფხულის სემესტრში. რეგისტრაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი

ერაზმუს+ კოორდინატორი ევროპის უნივერსიტეტში

  • ლაშა ჩახვაძე
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
  • . გურამიშვილის 76, 0141, თბილისი, საქართველო
  • ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი 210
  • ელ-ფოსტაinternational@eu.edu.ge

 

გაცვლითი პროგრამის ან სასწავლო პრაქტიკის შეცვლა

გაცვლითი პროგრამასთან ან სასწავლო პრაქტიკის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები უკავშირდება შემდეგ თემებს:

  • ევროპის უნივერსიტეტში სწავლა კვალიფიკაციის მიღების მიზნით ან მის გარეშე
  • სასწავლო პრაქტიკა ან მოკლევადიანი პროგრამები
  • საგნის შეცვლა
  • საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომები
  • კვლევითი პროექტები/აკადემიური ნაშრომები

 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, გთხოვთ, შეგვატყობინოთ, სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. უნივერსიტეტი შეეცდება, შექმნას თქვენთვის მისაღები გარემო, რათა სასწავლო პროცესმა და საუნივერსიტეტო ცხოვრებამ შესაბამისად ჩაიაროს.

 

ინტერკულტურული ტრენინგები

მოვემზადოთ საქართველოში სასწავლებლად

ტრენინგის მიზანია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში, ასევე მიაწოდოს აუცილებელი ინფორმაცია ქვეყნის შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტებმა უნდა მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელფოსტაზე: international@eu.edu.ge

მენტორის პროგრამა

მენტორის პროგრამა მოიცავს 1 ან 2 სემესტრით ჩამოსული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის სტუდენტების მხარდაჭერას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, სხვა საუნივერსიტეტი ერთეულებისა  და მაღალი კურსის სტუდენტების მეშვეობით შემდეგი მიმართულებებით:

  • აეროპორტში დახვედრა
  • საცხოვრებლის მოძიება
  • ტრასპორტირების საკითხში მხარდაჭერა
  • ქალაქის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • ევროპის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • აკადემიური პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

სარეგისტრაციო ფორმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის იხილეთ აქ.

ძვირფასო ევროპის უნივერსიტეტელებო!

ხართ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი? პროფესორ-მასწავლებელი ან/და ადმინისტრაციის წევრი? თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მენტორის პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ვიზის სერვისი

ვიზასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ:

 

დაზღვევა

დაზღვევასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ: საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია

 

განთავსება

ევროპის უნივერსიტეტი დაეხმარება საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენს პარტნიორ საშუამავლო ფირმებთან კომუნიკაციაში.გარდა ამისა, ჩვენ გირჩევთ გადახედოთ შემდეგ ვებსაიტებს:

 

ენის კურსები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უცხოური ენის კომპეტენციები გაიუმჯობესონ ინგლისური ენის სავალდებულო 25 სასწავლო კრედიტისა და 20 თავისუფალი სასწავლო კრედიტის მეშვეობით.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის

საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ ქართული ენა, ასევე სხვა ევროპული ენები საერთაშორისო მობილობის ფარგლებში.

 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: