ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების შესახებ.

 

ერაზმუს+

ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები (2018-2019)

პოლონეთი

იხილეთ ევროპის უნივერსიტეტის ერაზმუს + -ის გზამკვლევი და ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი გაცვლითი პროგრამების სტუდენტებისთვის.

ორმხრივი ხელშეკრულებები

გარდა ერაზმუს+ პროგრამისა, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ შესაძლებლობები ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში (1 სემესტრის განმავლობაში სწავლა, მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები და სხვა აკადემიური აქტივობები). ორმხრივი ხელშეკრულებები გაფორმებულია შემდეგ უცხოურ უნივერსიტეტებთან:

პარტნიორები

საერთაშორისო ორგანიზაციები

აღიარება

ევროპის უნივერსიტეტი, როგორც ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აღიარებულია რიგი ორგანიზაციების მიერ:

წევრობა

გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD)

თუ გსურთ ისარგებლოთ გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) სტიპენდიებით, გთხოვთ პირდაპირ მიმართოთ აღნიშნულ ორგანიზაციას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სხვა პროგრამები

კვლევითი პრაქტიკა

ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს თავაზობს კვლევით პრაქტიკის გავლას ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან.

კვალიფიკაციის მიმნიჭებელი პროგრამები

თუ გსურთ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი აკადემიური პროგრამების გავლა, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის პირებს.

 

განაცხადის წარდგენა (BA., MA.)
  • თამარ ზარგინავა პრორექტორი საგარეო ურთიერთობების დარგში
  • მედიცინის ფაკულტეტის კორპუსი, თბილისი, 0189, სარაჯიშვილის 17
  • ელ-ფოსტა: tamar.zarginava@esu.edu.ge

 სასწავლო გრანტი

ევროპის უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს თავაზობს წელიწადში ერთ სასწავლო გრანტს უცხოურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და  ერთსაფეხურიან აკადემიურ პროგრამებზე წარჩინებულ სტუდენტებს. გრანტი მოიცავს სწავლის გადასახადის არგადახდას სტუდენტის მიერ. კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე შეიძლება გაიცეს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სხვა ხარჯებთან მიმართებით (მგზავრობის, განთავსების ხარჯები). სასწავლო გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი სემესტრის ხანგრძლივობით.

განაცხადის წარდგენის პროცედურა

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცი:

  • შევსებული აპლიკაცია
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა ევროპის უნივერსიტეტიდან
  • უცხოური უნივერსიტეტის ერთი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
  • აკადემიური მოსწრების დოკუმენტი
  • ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემოსავლის ცნობა, ბოლო 6 თვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, სპონსორის წერილი თანდართული დოკუმენტებით)
  • საკუთარი უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სწავლების დასრულების წლის შესახებ
  • ინგლისურ ენაში გასაუბრების შედეგები

გთხოვთ, წარმოადგინოთ აღნიშნული დოკუმენტები საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ოფისში.

სტუდენტის პარტნიორ უნივერსიტეტში გაგზავნის საკითხს წყვეტს კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

შემოდგომის სემესტრისთვის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 1 მაისამდე .

გაზაფხულის სემესტრისთვის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს  1 დეკემბრამდე.

 

კონტაქტი
  • ლაშა ჩახვაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
  • ევროპის უნივერსიტეტი,საქართველო, თბილისი, 0141, . გურამიშვილის 76
  • ელ-ფოსტა: international@eu.edu.ge
გააზიარე გვერდი: