მასწავლებლის მომზადება

  • პროგრამის ხელმძღვანელები: ნინო ფეტვიაშვილი
  • პროგრამის თანახელმძღვანელი: ნინო პოპიაშვილი
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 2 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი

 

დაშვების წინაპირობა:   

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით. ასევე, პირი ვალდებულია ჩააბაროს ევროპის უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდა.

 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი, კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, უცხოური ენის (ინგლისური და რუსული ენის), ქიმიის, ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ფიზიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.

პროგრამის მიზნები თანხვედრაშია მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელთან და მასწავლებლის სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ  წარჩინებული მასწავლებლის მოთხოვნებთან.

 

დასაქმების სფერო
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი,   საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი შესაბამის საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია,ბიოლოგია, ინგლისური ენა, რუსული ენა).
  • მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრები.
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრები.
  • საგანამანათლებლო რესურსცენტრები.
  • განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
გააზიარე გვერდი: