ინგლისური ფილოლოგია

  • მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები/ფილოლოგია
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი
  • პროგრამის ხელმძღვანელები: მაია მარღანია
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი
პროგრამის მიზანი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, თეორიული ცოდნით,  პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული ღირებულებებით აღჭურვილი, პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომელსაც ექნება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) კომპეტენციები და შეძლებს დაიმკვიდროს ადგილი ქართულ აკადემიურ სივრცესა და შრომის ბაზარზე.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის უმთავრესი მიზანია, რომ კურსდამთავრებული დაეუფლოს ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული ენობრივი სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისი დონის (Common European Framework of Reference, CEFR)  მინიმუმ ორ უცხო ენას - ინგლისურ ენას C 1 (Advanced- (Effective Operational Proficiency/პროფესიული ფლობის დონეზე) და მეორე უცხო ენას (რუსული ან ფრანგული )  B 2 (ზღვრულ განვითარებულ)დონეზე). ასევე,  შეასწავლოს სხვადასხვა ჟანრის დარგობრივი ლიტერატურული ნაწარმოები და განუვითაროს მათი კრიტიკული ანალიზის, ლიტერატურული ტექსტების ფორმალური, ესთეტიკური და სტრუქტურული ნიშანთვისებების შეფასების უნარები, ინგლისური ენის პრაქტიკული და თეორიული კურსები, ინგლისურ ლიტერატურასთან დაკავ­ში­რე­ბული სხვა კომპლექსური საკითხები.

 

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს პოზიციები საჯარო და კერძო სექტორში, იმუშაოს  ნებისმიერ თანამდებობაზე და დასაქმდეს არასამთავრობო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სტრუქტურებში, განათლების სისტემაში, ახალი ამბებისა და საინფორმაციო, სარედაქციო სამსახურებში, სარეკლამო სააგენტოებში, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სფეროებში.

გააზიარე გვერდი: