ფსიქოლოგია

  • მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
  • პროგრამის ხელმძღვანელები: ლაშა ხოჯანაშვილი
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

 

პროგრამის მიზანი

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, თეორიული ცოდნით,  პრაქტიკული უნარებითა და პროფესიული ღირებულებებით აღჭურვილი, პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც ხელმძღვანელის მითითებების საფუძველზე შეძლებს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, საჭიროებებს, გამოწვევებს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით. ბაკალავრის კვალიფიკაციის ფარგლებში კურსდამთავრებულსმისცეს ფართო და თანამედროვე ცოდნა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, მისი განვითარების ისტორიის, ძირითადი თეორიებისა და თანამედროვე მიმდინარეობების,ადამიანის განვითარების თავისებურებების,  ინდივიდისა და ჯგუფების ქცევის ფსიქოლოგიური კანონზომიერებებისა და ქცევაზე მოქმედი (კულტურული, სოციალური  და პიროვნული) ფაქტორების,  ნორმალური და პათოლოგიური ქცევის ამხსნელი თეორიების შესახებ. ასევე, კურსდამთავრებულს გამოუმუშავოს ანალიტიკური, შემოქმედებითი და პრაქტიკული  აზროვნების უნარი, ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ჩვევები, მცირე მასშტაბიანი ფსიქოლოგიური კვლევების დაგეგმვის, განხორციელების, მიღებულ მონაცემთა ბაზისურ დონეზე სტატისტიკური დამუშავების, ანალიზის, ინტერპრეტაციის და შედეგების პრეზენტაციის  უნარი კვლევის აკადემიური სტანდარტების გათვალისწინებით;

 

გააზიარე გვერდი: