საერთაშორისო ურთიერთობები

  • მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
  • პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ კიკნაძე
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი
პროგრამის მიზანი

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული უნარების მქონე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. პროგრამა ორიენტირებულია:

  • სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
  • დაეხმაროს სტუდენტებს დიპლომატიური საქმიანობის საფუძვლების, თანამედროვე დიპლომატიის თეორიისა და პრაქტიკის, თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების დაუფლებაში, საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული  პროცესების შესწავლისა და რეგულირების საკითხებში.
  • გააცნოს სტუდენტს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების, მსოფლიო პოლიტიკის განვითარების პრობლემების და ტენდენციების, საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო ინტეგრაციული პროცესების, საერთაშორისო კონფლიქტების  აქტუალური პრობლემების შესახებ.
  • შეასწავლოს  საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები.
  • მოახდინოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების გააზრება, განზოგადება და ამ პრობლემებისადმი თეორიული ცოდნის მისადაგება.
  • შეასწავლოს სტუდენტს შესაბამისი პროფილით პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი 2 სავალდებულო უცხო ენა, აგრეთვე მისცეს ცოდნა ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, სამართლის, ფსიქოლოგის, სოციოლოგიის, საფუძლებში, კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროში აუცილებელი დონით.
  • ხელი შეუწყოს სტუდენტებს  ოპერატიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარების, დოკუმენტებთან, სამეცნიერო  წყაროებთან, ლიტერატურასა და ინტერნეტ-რესურსებთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარების შეძენაში.

 

დასაქმების სფერო

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოები, დიპლომატიური წარმომადგენლობები.

 

გააზიარე გვერდი: