სამართალი

  • მიმართულება: სამართალი
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
  • პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი ციცაგი
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
 
დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე დაიშვება ამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ევროპის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით სპეციალობასა და ტესტირებას უცხო ენაში  (ინგლისური, გერმანული, ფრანგული B2 (იხ. ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესი) მისაღები გამოცდის ჩაბარების შედეგად მოიპოვებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას.

 

პროგრამის მიზანი

ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებულ სამართლებრივ ღირებულებათა დამკვიდრების ხელშეწყობა; სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბაკალავრისშემდგომი დონის სპეციალისტის მომზადება, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ახალ მულტიდისციპლინარულ გარემოში სწავლების თანამედროვე და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით,  შრომის ბაზრისათვის, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.

 

დასაქმების სფერო

სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, სასამართლოებში, სამინისტროებში, ასევე, ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და კანონი არ ითხოვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

გააზიარე გვერდი: