საერთაშორისო სამართალი

  • მიმართულება: სამართალი
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი
  • პროგრამის ხელმძღვანელები: იოსებ კელენჯერიძე
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი
პროგრამის მიზანი

საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის დარგში კვალიფიციუი კადრების მომზადებას, რომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამართლებრივი საკითხების სწორად გაანალიზებას და პრაქტიკაში გამოყენებას. სტუდენტი ეუფლება იურისტისათვის აუცილებელ მეთოდებს, იღებს როგორც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ასევე ეუფლება ზოგადად სამართლის აუცილებელ თეორიებსა და პრინციპებს.

 

დასაქმების სფერო

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტუქტურებში (საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს საელჩოები და საკონსულოები), ასევე, ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და კანონი არ ითხოვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

გააზიარე გვერდი: