სამართალი

  • მიმართულება: სამართალი
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
  • პროგრამის ხელმძღვანელები: მარიამ ცისკაძე, თეა ჯუღელი
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი
პროგრამის მიზანი

ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებაში არსებულ სამართლებრივ ღირებულებათა დამკვიდრების ხელშეწყობა.სტუდენტის ინტელექტუალურ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სწავლება; პროგრამა ასევე  ისახავს მიზნად – სტუდენტი დაეუფლოს იურისტის საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ მეთოდებს და შეიძნოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, კომუნიკაციისა და სწავლების უნარი. სტუდენტს გამოუმუშავოს პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დამკვიდრებისაკენ სწრაფვის უნარი.

სტუდენტს, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი ასპექტების გარდა, ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სიღრმისეული ცოდნა და მოახდინოს საგნების კონცენტრაცია ერთ-ერთი შემდეგი დარგი/სპეციალობით: საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი,  კერძო სამართალი, საერთაშორისო სამართალი.  სტუდენტს უფლება აქვს,  განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება, თავისი ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით, სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების არჩევით - მაგალითად, კერძო სამართალში საერთაშორისო სამართლის ელემენტებით ან სისხლის სამართალში ჯარო სამართლის ელემენტებით. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ასევე დაეუფლოს სამართლის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ისტორიულ და ეკონომიკურ ასპექტებს. სტუდენტს შეუძლია, საკუთარი სურვილისამებრ  (სამართლის საბაკალავრო პროგრამით დაშვებულ ფარგლებში) ისწავლოს არაიურიდიული დისციპლინებიც, რომლებიც მას ხელს შეუწყობს, გაიღრმავოს ცოდნა ცალკეულ დარგში ან/და დარწმუნდეს თავისი პროფესიის არჩევანის სისწორეში.

 

დასაქმების სფერო  

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, სასამართლოებში, სამინისტროებში, ასევე, ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და კანონი არ ითხოვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

გააზიარე გვერდი: