მენეჯმენტი

  • მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირება
  • პროგრამის ხელმძღვანელები: გოჩა თუთბერიძე
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის მიზანი

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მენეჯმენტის სფეროსთვის, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნეს-ორგანიზაციების (სახელმწიფო, კომერციული და არაკომერციული სუბიექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვ.) ეკონომიკური გარემოს და ამ ორგანიზაციების მართვის შესახებ და შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მაგისტრისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

პრობლემებზე ორიენტირებულ სწავლება საშუალებას მისცემს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის მენეჯერებად, რომლებიც შეძლებენ გადაწყვიტონ მათი სამუშაო ადგილიდან გამომდინარე პრობლემები, განავითარონ და შემოქმედებითად გამოიყენონ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.

პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე, პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით.

 

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელ­მწი­ფო სტრუქტურებში (საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სა­მინისტროეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თა­რების სამინისტრო და სხვ.), ასევე, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებში, სამე­წარმეო და კოსალ­ტინგურ ფირ­­­­­მებ­ში, დაიკავოს საშუალო და უმაღლესი მმართველობითი რგოლის მენეჯერის პოზიციები და განახორციელოს მმართვე­ლო­ბითი საფინანსო, ად­­მი­ნისტ­­­რაციულ-სამეურნეო ანალიტი­კური, სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიური საქ­მიანობა.

გააზიარე გვერდი: