პროგრამირება და ვებდეველოპმენტი

  • მიმართულება: ინჟინერია
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი 
  • პროგრამის ხელმძღვანელები: თეა თოდუა, ბესიკ ტაბატაძე
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი
პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე არსებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩამოაყალიბოს პროფესიონალი სპეციალისტი პროგრამირებისა და ვებ დეველოპმენტის სფეროში. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში შეძლოს მის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. ამ მიზნით პროგრამა ითვალისწინებს ინფორმატიკის ბაკალავრის კვალიფიკაციისათვის შესატყვისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. პროგრამის მიზანია შესძინოს სტუდენტს ვებ პროგრამირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების (დეველოპინგის) პრაქტიკული უნარები, თანამედროვე ბაზარზე აქტუალური პროგრამირების ენებისა და აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რაც მას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად განახორციელოს შეძენილი ცოდნისა და გამომუშავებული უნარების პრაქტიკაში გამოყენება.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის მომზადება წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია, დარგობრივ ცოდნასთან და უნარებთან ერთად, მას ჩამოუყალიბოს კარგი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ასევე, ეფექტური კომუნიკაციის უნარები უცხო ენაზე.

 

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებული  შეიძლება დასაქმდეს ვებსტუდიაში, ინტერნეტ კომპანიაში, სარეკლამო სააგენტოში, ნებისმიერ კომპანიაში, რომელშიც არსებობს ვებსაიტების მომსახურებისთვის სპეციალიზებული განყოფილება. ასეთი განყოფილება კი დღეისათვის უკვე ფაქტიურად თითქმის ყველა ტიპის ორგანიზაციას გააჩნია. კურსდამთავრებულების კომპეტენციის დონე შეესაბამება ისეთ თანამდებობებს, როგორიცაა: ვებ პროგრამისტი, ვებ-დიზაინერი, ვებ-დეველოპერი და ა.შ.

 

გააზიარე გვერდი: