კომპიუტერული სისტემები და ქსელები

  • მიმართულება: ინჟინერია
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი ინფორმატიკაში
  • პროგრამის ხელმძღვანელები: თეა თოდუა, იოსებ ქართველიშვილი
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

 

პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ჩამოაყალიბოს პროფესიონალი სპეციალისტი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სფეროში. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში შეძლოს ქსელის ადმინისტრირება და მართვა, კომპიუტერულ ქსელში პრობლემების დადგენა და აღმოფხვრა, ციფრული ტექნიკის კვანძების დაგეგმარება, ინფორმაციის დაცვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და გამოყენება. ამ მიზნით პროგრამა ითვალისწინებს ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია და შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზების უნარი.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტი წარმატემული პროფესიული კარიერისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია, დარგობრივ ცოდნასთან და უნარებთან ერთად, მას ჩამოუყალიბოს კარგი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ასევე, ეფექტური კომუნიკაციის უნარი უცხო ენაზე.

 

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებული  შეიძლება დასაქმდეს  ნებისმიერ კომპანიაში, რომლის საქმიანობა საჭიროებს ქსელის არსებობას და მართვას. აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: ინტერნეტ და ციფრულ სატელევიზიო პროვაიდერულ კომპანიებში, ბანკებში, სააფთიაქო ქსელში, დიდი და საშუალო ზომის სავაჭრო ობიექტებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში); საჯარო და კერძო სექტორში, სამაუწყებლო კომპანიებში და ა.შ.).

გააზიარე გვერდი: