ტურიზმის ადმინისტრირება

  • მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბავაკალავრი ტურიზმში
  • პროგრამის ხელმძღვანელები: ეკა დევიძე, მალხაზ ღვინჯილია
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

 

პროგრამის მიზანი

ტურიზმის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია მოამზად­ოს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ტურიზმის სპეციალობისათვის აუცილებელი კომპეტენციების მქონე, შრომით ბა­ზარ­ზე კონ­­კურენტუნა­რიანი კადრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიზნესის ფუნქციონალური სფეროებისა და მათი ურთიერთკავშირების შესახებ ფართო ცოდნით, ამასთან,  ტურიზმის დარგში პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარებით, პრო­ფე­სიული და პიროვნული პასუ­ხის­მგებ­ლობითა და ქვეყანაში მიმდინარე ბიზნეს და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩაბმის მოტივაციით.

დაწესებულების მისიიდან გამომდინარე, პროგრამის მიზანია მზარ­დი კონ­­კუ­­რენ­­­ციისა და ბიზ­ნე­სის ინ­ტერ­ნა­ციო­ნა­ლიზაციის პი­რო­ბებ­­ში, განათლებისა და შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების გათვალისწინებითა და შეჯერებით, მომზადდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელსაც  შესწავლილი და გაცნობიერებული ექნება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ტურიზმის დარგში მიმდინარე პრო­ცე­სე­ბი, რის საფუძველზეც შეძლებს დარგის აქტუალური საკითხების შეფასებას, სამუშაოთა დაგეგმვა და პრიო­რი­ტეტების ადეკ­ვა­­ტუ­­რად განსაზღვრას და თავისი კომპეტენციის ფარგლებ­ში დარგში სწო­­რი გა­და­წყ­­ვე­ტი­ლებების მი­ღებას, თეო­რი­ული ცოდ­ნის და პრაქ­­­კუ­­ლი უნარების რეალიზებას, დარგის განვითარების ხელშეწყობას.

 

დასაქმების სფერო

ტურიზმის ადმინისტრირების  საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს - ბიზნესის ად­მინისტრირების ბაკალავრს ტურიზმში შეეძლება კვალიფიციური საქმიანობა ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ტურისტულ საწარმოში ან ორგანიზაციაში მცირე და საშუალო ზომის სტრუქტურული ქვედანაყოფების ადმინისტრაციულ პოზიციაზე - ტურისტული კომპანიის-ტუროპერატორის, ტურისტული სააგენტოს, სასტუმროს ინდუსტრიის, მარკეტინგისა და გაყიდვების, ტურისტული ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ბიზნესის სხვა ფუნქციონალურ რგოლებში.

გააზიარე გვერდი: