ბიზნესის ადმინისტრირება

  • მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი 
  • პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი, დოქტორი გოჩა თუთბერიძე
  • სწავლების ენა: ქართული, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა რამდენიმე კურსს დაეუფლოს ინგლისურ ენაზე
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

 

პროგრამის მიზანი

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი არის განუვითაროს სტუდენტს აუცილებელი ცოდნა და უნარები, იმისათვის, რომ მივიღოთ კომპეტენტური, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი მეწარმე, აღმასრულებელი მენეჯერი (აღმასრულებელი, ფინანსური, კომერციული და ა.შ. დირექტორი) ან მენეჯერი. 

პროგრამის შინაარსი საშუალებას აძლევს სტუდენტს შეიძინოს ცოდნა საზოგადოებრივი საქმიანობის იმ სხვადასხვა სფეროების შესახებ, რომლებიც შემხებლობაშია ბიზნესის სამყაროსთან: ეკონომიკა, ფინანსები, აღრიცხვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ასევე, ის ეხმარება სტუდენტს შეიძინოს და განივითაროს ზოგადი უნარები: ზეპირი და წერითი კომუნიკაცია, ინგლისური ენა, ეთიკა და ინფორმატიკა. ამ ყველაფერთან ერთად პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და უნარები პრაქტიკულ სიტუაციებში. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების შეძენას, როგორიცაა: ანალიზი, სინთეზი, პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული აზროვნება და მუშაობა ჯგუფში.

 

დასაქმების სფერო

ბიზნესის ადმინისტიტრების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში (საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები), სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს.

დასაქმების შესაძლო სექტორებია, როგორც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი, ასევე უცხოურ-ქართული ერთობლივი საწარმოები, არასამთავრობო სექტორიის ორგანიზაციები. ბაკალავრს შეუძლია დაიკავოს სპეციალისტის ან მაღალი და საშუალო დონის მენეჯერის პოზიცია ასე მაგალითად: 1. აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი, კომერციული დირექტორი და სხვა. 2. საფინანსო სამსახურის უფროსი, ფინანსების მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო ანალიტიკოსი და სხვა. 3. შესყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, აუდიტორი და სხვა. 4. გაყიდვების მენეჯერი, მარკეტელოგი, გაყიდვების ანალიტიკოსი და სხვა. 4. ფილიალის მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, აუდიტორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი და  ..

 

დაშვების წინაპირობა

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნული გამოცდებზე მიღებული ქულების კოეფიციენ­ტების რანჟირების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს შპს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში.

ბ) პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა (ინგლისური ენა), არჩევითი მეოთხე საგანი: მათემატიკა.

გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - კანონმდებლობით განსაზ­ღვრული მინიმალური ბარიერის დაძლევა.

პროგრამაზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება აქვთ:

პროგრამაზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება აქვთ:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან გაიარონ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გასაუბრება  პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით. „დ“ პუნქტით გათვალისწინებული პირები ევროპის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 

პროგრამაზე ასევე დაიშვებიან:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №10/ნ-ით (4.02.2010) დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმან­ათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტები.

გააზიარე გვერდი: