ფინანსები და საბანკო საქმე

  • მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში
  • სწავლების ენა: ქართული
  • სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
  • პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი

 

პროგრამის მიზანი

ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მომზად­დეს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობისათვის აუცილებელი კომპეტენციების მქონე, შრომით ბა­ზარ­ზე კონ­­კურენტუნა­რიანი კადრი ფინანსებისა და საბანკო საქმის სფეროში, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიზნესის ფუნქციონალური სფეროებისა და მათი ურთიერთკავშირების შესახებ ფართო ცოდნით, ამასთან,  ფინანსებისა და საბანკო საქმის სფეროში პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ოპერაციული და ანალიტიკური უნარებით, პრო­ფე­სიული და პიროვნული პასუ­ხის­მგებ­ლობითა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩაბმის მოტივაციით.

დაწესებულების მისიიდან გამომდინარე, პროგრამის მიზანია მზარ­დი კონ­­კუ­­რენ­­­ციისა და ბიზ­ნე­სის ინ­ტერ­ნა­ციო­ნა­ლი­ზა­­ციის პი­რო­ბებ­­ში, განათლების, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური სისტემის სფეროებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებითა და შეჯერებით, მოამზადოს შესატყვისი კომპე­ტენ­ციებით აღჭურვილი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპე­­­ცია­­ლისტი, რომელსაც შეეძლება საფინანსო და საბანკო სექტორში რეალიზება და დარგის განვითარების ხელშეწყობა ეროვნული კვლაფიკაციათა ჩარჩოთი განსაზღვრული კომპეტენციათა დონის შესაბამისად.

 

დასაქმების სფერო

ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს - ბიზნესის ად­მინისტრირების ბაკალავრს შეუძლია დაიკავოს პოზიციები საჯარო და კერძო სექტორში; იმუშაოს  ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება მა­გისტ­რის აკადემიური ხარისხი და დასაქმდეს არასამთავრობო, ადგი­ლობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნეს-სტრუქტურ­ებ­ში, მათ შორის სახელმწიფო-საფინანსო ორგანოებში, საბანკო სექტორში და სადაზღვევო კომპანიებ­ში, დაწესებულების საფინანსო განყოფი­ლე­ბებსა და ბუღალტე­რია­­ში, ადმინისტ­რა­ციაში, ბიზ­ნესის სხვადასხვა ფუნქციო­ნალურ სფეროში.

 

 

გააზიარე გვერდი: