უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მაია ჟამუტაშვილი</span>

მაია ჟამუტაშვილი

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

მაია ჟამუტაშვილმა 1984 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, შემდეგ გაიარა კლინიკური ორდინატურა ამავე ინსტიტუტის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის კათედრის ბაზაზე. 1995 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "ლიმფოციტების, ნატურალური კილერების და კლინიკურ-ბიოქიმიური მაჩვენებლების დინამიკის თავისებურებანი ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვთა კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატ პლაფერონ - ლ.ბ-ს ჩართვისას" და მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი.

1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. ამჟამად გახლავთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, ამასთან, ამავე პოზიციას იკავებს ქართულ-ფრანგული ეთობლივ ჰეპატოლოგიურ კლინიკა ჰეპაში. ამასთან, გახლავთ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის მრჩეველი (ექიმი ინფექციონისტი).

პედაგოგიურ საქმინობას 1989 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. 

მაია ჟამუტაშვილი 1987 წლიდან არის საქართველოს ინფექციონისტთა ასოციაციის წევრი, 2005 წლიდან - ევროპის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი, 2017 წლიდან - აზიის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის ნამდვილი წევრი. ასევე, გახლავთ საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის საზღვარგარეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავჯდომარე. 

არის 44 სამეცნირო ნაშრომის ავტორი.

კონტაქტი: maiazhamu@yahoo.com

გააზიარე გვერდი: