უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ეკატერინე დოლმაზაშვილი</span>

ეკატერინე დოლმაზაშვილი

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის დოქტორი

ეკატერინე დოლმაზაშვილმა 2004 წელს წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, 2006 წელს ამავე უნივერსიტეტშისაზოგადოებრივი მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. 2005-2008 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რეზიდენტურაში (ინფექციური დაავადებები) სწავლობდა, 2017 წელს კი თსუ-ში მედიცინის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

2005 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში, 2007 წლიდან - ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპაში მუშაობს. პედაგოგიურ საქმიანობას 2008 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა.

ეკატერინე დოლმაზაშვილი არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ამასთან, გახლავთ ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL), ქირურგების, გასტროენტეროლოგების და ონკოლოგების საერთაშორისო ასოციაციის (IASGO), საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციისა (GHA) და ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) წევრი.

 

გააზიარე გვერდი: