უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მამუკა ლორთქიფანიძე </span>

მამუკა ლორთქიფანიძე

ასოცირებული პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

მამუკა ლორთქიფანიძემ 1992 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (სამკურნალო საქმე).

1992-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკის კარდიოლოგი იყო, 1995-1998 წლებში - ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის საოჯახო მედიცინის კლინიკაში მუშაობდა; 1994 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა; 1998 წლიდან აკად. ვ.წითლანაძის სახ. რევმატოლოგიის ს/პ ცენტრის რევმატოლოგი იყო,  2005 წლიდან დღემე ამავე პოზიციას კლინიკა მედიქლაბში იკავებს. 

სხვადასხვა წლებში სტაჟირების პროგრამები გავლილი აქვს მილანის უნივერსიტეტის (იტალია) კარდიოლოგიურ კლინიკასა და ჰანოვერის (გერმანია) სამედიცინო სკოლის კლინიკაში. 2013 წელს გახლდათ ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) გრადის საავადმყოფოს რევმატოლოგთა გუნდის სტუმარი.

მამუკა ლორთქიფანიძე არის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე მის გარეთაც. 

კონტაქტი: mlortkipanidze@hotmail.com

გააზიარე გვერდი: