უნივერსტეტი

პერსონალი

<span>მადონა ცირეკიძე</span>

მადონა ცირეკიძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
მედიცინის აკადემიური დოქტორი

მადონა ცირეკიძემ 1985 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1989 წელს ამავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2002 წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, დაიცვა დისერტაცი თემაზე: "უარყოფითი მიკროსოციუმისა და ქრ. ფსიქომატრავმირებელი ფაქტორების როლი დელინქვენტური ქცევის აღმოცენებაში".

მადონა ცირეკიძე ძირითადად შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: რაციონალური ფსიქოთერაპია, ოჯახური ფსიქოთერაპია, ქცევითი აშლილობები (უპირატესად, აგრესიული, დელინქვენტური და ადიქციური ქცევები), ნარკოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია. 2001-2011 წლებში იყო ს/ს ,,მ.ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის მოზრდილთა ფსიქიატრი, 2007-2011 წლებში - ამავე ინსტიტუტის შშსპ-ის დამდგენი კომისიის წევრი და ბავშვთა ფსიქიატრი. 2012 წლიდან დღემდე გახლავთ ღუდუშურის  ეროვნული  სამედიცინო  ცენტრის მოზრდილთა ფსიქიატრი. პედაგოგიურ საქმინობას 1990 წლიდან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა.

მადონა ცირეკიძე არის 22 სამეცნიერო შრომის ავტორი და ორი საკანდიდატო შრომის რეცენზეტი.

კონტაქტი: tmadona@rocketmail.com

გააზიარე გვერდი: