უნივერსტეტი

პერსონალი

<span>თათია აფრასიძე </span>

თათია აფრასიძე

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:

თათია აფრასიძემ 2007 წელს წარმატებით დაამთავრა კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობით, 2011 წელს - წმ. თამარ მეფის სახ. სოციალური მედიცინის ინსტიტუტი ფსიქოთერაპევტის სპეციალობით, ამავე წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულებით. 2015 წლიდან დღემე დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტ აიეტის  დოქტორანტია.

2013 წელს ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის გადაუდებელი  მედიცინის დეპარტამენტის ბავშვთა ნევროლოგის პოზიციას იკავებდა, 2013 წლიდან დღემდე კი  სამედიცინო კორპორაცია ევექსის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში ბავშვთა ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერაშორისო ფორუმში, კონფერენციაში, ტრენინგსა და სემინარში, მათ შორის: ინსულტის მსოფლიო კონგრესი (მონრეალი, კანადა, 2018), ბავშვთა ნევროლოგიის საერთაშორისო კონგრესი (ამსტერდამი, ჰოლანდია, 2016), II საერთაშორისო კურსი „Drug resistant focal epilepsies” (იტალია, 2015), პედიატრიული ნევროლოგიის ევროპის საზოგადოების შეხვედრა (ბუქარესტი, რუმინეთი, 2014).

არის რამდენიმე სამეცნიერო კვლევის ავტორი. 2017 წელს მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი“.

კონტაქტი: tatia_afrasidze@yahoo.com

გააზიარე გვერდი: