უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ირინე სახელაშვილი</span>

ირინე სახელაშვილი

პროფესორი
ფაკულტეტები:
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი

ირინე სახელაშვილმა 1988 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1998 წელს - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1998 წელს - საქართველოს დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით; 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე დაიწყო სწავლა, 2015-2016 წლებში კი ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) ბიოსამედიცინო მეცნიერებებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე გაცვლითი პროგრამით სწავლობდა. 2018 წელს ილიაუნიში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

აქვს პრაქტიკოს ნევროპათოლოგად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2000-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, 2005-2007 წლებში იყო სსიპ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, ამასთანავე, იმერეთის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ნევროპათოლოგ-კონსულტანტი. 2007-2009 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გახლდათ; 2012-2013 წლებში იყო UNDP Georgia- პროექტისრეგიონალური და ლოკალური განვითარების ხელშეწყობაექსპერტი ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში, 2007-2010 წლებში - UN გაეროს სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრის ექსპერტ-ტრენერი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში; 2013 წელს მუშაობდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად. 2013 და 2016 წლებში UN JP in Georgia-ის ორი სხვადასხვა პროექტის ექსპერტად მუშაობდა.

პედაგოგიურ საქმიანობას 1999  წლიდან საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს, ასევე, უძღვება სასწავლო კურსებს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე.

ირინე სახელაშვილს გამოქვეყნებული აქვს  სტატიები მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში. ის გახლავთ GNA საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის, FENS ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებების ფედერაციისა და AMEE სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მოპოვებული აქვს სხვადასხვა გრანტი, მათ შორის: სამოგზაურო გრანტი ევროპის ძილის კვლევის საზოგადოების 23- კონგრესისათვის; საქართველოს მეცნიერ ქალთა სასტიპენდიო გრანტიამერიკის საზოგადოებრივი კვლევისა და განვითარების ფონდი  (CRDF -Global), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  (SRNSF) და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ფონდისსაქართველოს მეცნიერ ქალთა სასტიპენდიო გრანტი” და სხვა.

კონტაქტი: sakhelashvili.irine@eu.edu.ge; irinesakhe@gmail.com

გააზიარე გვერდი: