უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნინო შარიქაძე</span>

ნინო შარიქაძე

პროფესორი
ფაკულტეტები:
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი

ნინო შარიქაძემ 2010 წელს წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა, 2013 წელს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა (ბიოფარმაციის მაგისტრი), 2015-2016 წლებში ერასმუს მუნდუსის გაცვლითი სადოქტორო პროგრამაზე ბორდოს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ბიოქიმიისა და უჯრედული გენეტიკის ლაბორატორიაში სწავლობდა. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. 

სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში, შპს თურმანიძეში (სამედიცინო წარმომადგენელი), Bio-Rad Georgia-ში (ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში). 2017-2018 წლებში ჰორაიზონ 2020 გრანტის ფარგლებში, NUCLEUS და RRI (Responible Research and Innovation) პასუხისმგებლიანი კვლევისა და ინოვაციების პროექტის კოორდინატორი იყო. 

პედაგოგიურ საქმინობას 2013 წლიდან ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ზოგადი ბიოქიმიის, სამედიცინო ბიოქიმიისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების საფუძვლების სასწავლო კურსებს უძღვება.

მოპოვებული აქვს გრანტები და სტიპენდიები, მათ შორის: ნეირომეცნიერთა საზაფხულო სკოლის მონაწილე და სტიპენდიანტი (Neuroscience School of Advanced Studies) (სიენა, იტალია, 2012); მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის მიერ მიღებული 1 წლიანი სტიპენდია საბაკალავრო ნაშრომისთვის (World Federation of Scientists) (ჟენევა, შვეიცარია, 2010).

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციასა და ვორქშოფში, მათ შორის: ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციის, FEBS-ის (Federation of European Biochemical Societies) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის პოსტერით მონაწილე (პრაღა, ჩეხეთი, 2018); NUCLEUS ის წლიური კონფერენცია, ჰორაიზონ 2020 პროექტის ფარგლებში, Facing the Challenge: Obstacles and Opportunities of RRI in Scientific Institutions (ჰანოვერი, გერმანია, 2017);

ნინო შარიქაძე არის ევროპელ ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ფედერაციისა და ევროპელ ნეირომეცნიერთა საზოგადოების ფედერაციის წევრი. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

კონტაქტი: nino.sharikadze@iliauni.edu.ge

 

გააზიარე გვერდი: