უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნელი მაღლაკელიძე</span>

ნელი მაღლაკელიძე

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:

ნელი მაღლაკელიძემ 2008 წელს წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა (ბიოლოგიის სპეციალობით), 2010 წელს - ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2016 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2009-2011 წლებში იყო ივბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის ლაბორანტი; 2011 წლიდან დღემდე არის ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, 2018 წლიდან - საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაციის  (GNA) ადმინისტრატორი.

პედაგოგიურ საქმიანობას 2010 წლიდან ეწევა.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმში, მათ შორის: ევროპის ძილის კვლევის საზოგადოების (ESRS) 22-ე კონგრესი (ესტონეთი, ტალინი, 2014), მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ნეიროპლასტიურობა: ჯანმრთელობის და დაავადების ნერვული სუბსტრატი. კვლევის უახლესი მიდგომები.“ (თბილისი, საქართველო, 2014), სეზონურ სკოლა “უჯრედული სეკრეცია ნორმასა და პათოლოგიაში: ნევროლოგიური დაავადებებიდან დიაბეტამდე” (თბილისი, საქართველო, 2017). 

მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისსაქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისუკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული სამეცნიერო გრანტები.

არის ათეულობით სამეცნიერო სტატიის ავტორი.

კონტაქტი: neliko.maglakelidze@gmail.com

გააზიარე გვერდი: