უნივერსტეტი

პერსონალი

<span>ნათია ქარუმაძე</span>

ნათია ქარუმაძე

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:
სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი

ნათია ქარუმაძემ 2006 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფარმაცევტის სპეციალობით, 2013 წელს კი ილიას უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2015-2016 წლებში ბერნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში მუშაობდა, 2012 წლიდან დღემდე კი გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 

2009 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, უმეტეს მათგანში ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2009-2010 წლებში იყო GRDF/SRNSF-ის პროექტ "P.aeruginosa და Klebsiella-ს საწინააღმდეგო ახლადგამოყოფილი ფაგების დახასიათება ნატურალურ ანტიმიკრობულ-ანტიფუნგალურ ბიოკომპოზიტში ჩასართველად" ხელმძღვანელი, 2013 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტს "ბიოფილმების ფორმირება და ბაქტერიოფაგეით მათი შესაძლო ინჰიბირება" ხელმძღვანელობდა, 2015-2016 წლებში - შვეიცარიის მთავრობის სტიპენდით დაფინანსებულ პროექტს "ბაქტერიოფაგების აქტივობის შესწავლა CRISPRs სისტემების გრამ-უარყოფით ბაქტერიებში". 

2017 წლიდან ჩართულია ჰორიზონი2020-ის პროექტ "ასთმის დროს ‘ეუბიოზის აღდგენითი თერაპიის კონსტრუირებაში", 2018 წლიდან - შოთა რუსათაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში "პოლიკლონური იმუნოგლობულინის შემუშავება გართულებული სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ". ამასთან, 2018 წლიდან ხელმძღვანელობს გ.ელიავას  სახელობის ფონდის პროექტს  "სინთეზური ნიადაგების შერჩევა კომერციული ფაგური პრეპარატების წარმოებისთვის".

გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სემინარი, მათ შორის: Development of Institutional Animal Care Committee System in
Georgia (2018), Regional training workshop on NIH Grant Application Process and Procedures (2017). 2015 წელს შვეიცარიის სტიპენდია (Swiss Government Excellence Postdoctoral Scholarships) მოიპოვა. 

ნათია ქარუმაძე არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციებში, როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე მის გარეთაც.

კონტაქტი: natiaqarumidze@pha.ge

გააზიარე გვერდი: