უნივერსტეტი

პერსონალი

<span>გენადი თვაური</span>

გენადი თვაური

ასისტენტ პროფესორი
ფაკულტეტები:

გენადი თვაურმა 1981 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, 1983 წელს - ასპირანტურა (ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება, ფიზიკის ინსტიტუტი); 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნორმალური და ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებიდან გამოყოფილი პლაზმატური და ბირთვული მემბრანების ჰიდრატაციის შესწავლა კალორიმეტრიის მეთოდით“, თბილისი, საქართველო; 2010 წელს მენეჯმენტის პროფესიული სერტიფიკატი მიენიჭა (დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტი, დისტანციური სწავლების კურსი).

1983-2006 წლებში, ასევე, 2009-2018 წლებში ფიზიკის ინსტიტუტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2004-2006 წლებში გახლდათ საქართველოს კოსმოსური სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების სპეციალისტი; 2007 წლიდან დღემდე მ.ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკია. ამასთან, არის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის  ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი.

პროფესიული გამოცდილება
  • დედამიწის დისტანციური ზონდირება: თანამგზავრული დისტანციური ზონდირების მონაცემების დამუშავება;
  • ბიოფიზიკა: ბიოლოგიური მაკრომოლეკულების, დნმ-ის, ცილების, ბიოლოგიური მემბრანების ბიოქიმიური ანალიზის მეთოდები, ბიოლოგიური მაკრომოლეკულების ჰიდრატაციისა და სითბური თვისებების მიკრომალორიმეტრიული გამოკვლევა. დიფერენციალური სკანირებადი მიკროკალორიმეტრის დიზაინი და კონსტრუქცია, მიკროკალორიმეტრის ფიზიკური მახასიათებლების კომპიუტერული მოდელირება.

პედაგოგიურ საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. ამჟამად ევროპის უნივერსიტეტში ბიოფიზიკის სასწავლო კურსს უძღვება. 

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო პროექტსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. არის ორი პატენტის ავტორი. მისი ავტორობითაა გამოცემული ათეულობით სამეცნიერო პუბლიკაცია.

კონტაქტი: gena_tvauri@yahoo.com

გააზიარე გვერდი: